რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ორივე პირი პატიმრობაში რჩება.

ძაგნიძეს და მიმინოშვილს ბრალი თაღლითობაში ედებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მოქალაქე ია იაშვილს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმებას, რისთვისაც იაშვილს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც იაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ძაგნიძისა და მიმინოშვილისთვის ეტაპობრივად იქნა გადაცემული.

პროკურატურის ინფორმაციაშია ასევე აღნიშნულია, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის.

გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ორივე მათგანი 30 აგვისტოს დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×