რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით მოთხოვნა იზრდება, რის გამოც არსებული პროცედურა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, მიდგომები, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტად იხვეწება. პრეზიდენტი თვლის, რომ მოქალაქეობის მინიჭების პროცესში საზოგადოების წევრების ჩართულობა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეიდანშ ესაბამის უწყებებთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ვიწყებ კონსულტაციებს," - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი განმარტებით, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებისთვის პრეზიდენტთან ოთხკაციანი კომისია მუშაობს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები შედიან. პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული კომისია უნდა გაფართოვდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×