რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერები ამ წუთებში აქციას მართავენ კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესგან განმარტებას ითხოვს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უწოდა უუნარო მენეჯერი. მაცხონაშვილის თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მომხრე არ არის.

აქცია ხვალ კანცელარიასთან გაიმართება.

გიორგაძემ მაცხონაშვილი მენეჯმენტის გამო 31 აგვისტოს გააკრიტიკა. მისი თქმით, თოჯინების თეატრის წინა ხელმძღვანელობამ კატასტროფული არაკომპეტენტურობა და უუნარობა გამოიჩინა.

კულტურის მინისტრმა 31 აგვისტოს თოჯინებისა და კინომსახიობთა თეატრებს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნას ხელი მოაწერა. შესაბამისი ბრძანების მიხედვით, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კი გიორგი სიხარულიძე დანიშნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×