(რეზონანსი) რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები პროტესტის უკიდურესი ფორმას - შიმშილობის აქციას წყვეტენ. ამასთან დაკავშირებით, რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა განცხადება გაავრცელა.
მოშიმშილეების თქმით, ისინი სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.
"ბოლო დღეებში, ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორი ბინძური და უხეში მეთოდით საქართველოში ნამდვილ და ევროპული საერთო პროფკავშირული მოძრაობის სამუდამოდ დასამარებას აპირებენ!
"სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები ვაცხადებთ: 1. პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციას ვწყვეტთ. 2. უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას ვიღებთ და არსებულ კოლექტიური შრომით დავაზე სამართლებრივი ბრძოლას ვიწყებთ. 3. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივ ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, პროფკავშირული მოძრაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში ვერთვებით. იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!", - ნათქვამია განცხადებაში.