რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) დემირელის კოლეჯის დირექტორი ნინო კავთიაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.

როგორც კავთიაშვილი აღნიშნავს, სანიკიძემ მედიასაშუალებებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„31 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ მედიასაშუალებებით საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სანიკიძე აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, კერძოდ მან აღნიშნა: „საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც სკოლის საქმიანობაში უხეშად ერეოდნენ და დირექტორს აიძულებდნენ გაყალბებულ დოკუმენტაციაზე ხელი მოეწერა ". ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და მისი გადამოწმება ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით შესაძლებელია.

საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე თუ როგორ ხდება სასწავლო წლის საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს არასწორი ინფორმაცია ჩემს პატივსა და ღირსებას უხეშად ლახავს", - განაცხადა კავთიაშვილმა.

თბილისში დემირელის სახელობის კერძო სკოლა 30 აგვისტოს დაიხურა. სასწავლო წლის დაწყებას დაწყებას 300-ზე მეტი მოსწავლე ელოდებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×