რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. „თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში ვერ ვხედავ და არც არასოდეს ვხედავდი", - განაცხადა ანგელა მერკელმა მარტინ შულცთან გამართულ წინასაარჩევნო დებატებისას.

მერკელის თქმით, გერმანიამ თავისი მოქალაქეების დაკავების გამო თურქეთს შესაძლოა "ეკონომიკური ზომებით" უპასუხოს, თუმცა დასძინა, ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.

როგორც მერკელმა აღნიშნა, „თურქეთი საოცრად შორდება ევროპას".

გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერსაა ჩანიშნული. მერკელი კენჭს უკვე მეოთხედ იყრის. მისი პარტია კი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×