რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) "ერთობა ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. ვაშაძეს კანდიდატურის წარდგენა ამ წუთებში იუსტიციის სახლის წინ მიმდინარეობს.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი საარჩევნო სლოგანია "შეცვალე წარმატებისთვის".

მოძრაობის წევრებს და მხარდამჭერებს ვაშაძემ სიტყვით მიმართა. ვაშაძემ ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აქტიური პოლიტიკური დაპირისპირება და საერთო მიზნების არარსებობაა.

მთავარი საკითხი ისაა, რომ ნაცვლად ერთობისა ჩვენ მთელ დროს დაპირისპირებას ვანდომებთ. ჩვენ მზად ვართ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მზად ვართ ერთმანეთს ლუკმა პური წავართვათ. დაფიქრდით ამ დაპირისპირებამ როგორ გამოგვფიტა, როგორი რთულია დღეს ცხოვრება, რამდენად დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ," - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საქართველომ საკუთარი როლი ძლიერ სახელმწიფოებს შორის უნდა დაიბრუნოს.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ზემიზანი - საქართველო მსოფლიო ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი - ძლიერ ქალაქთა შორის", - დასძინა ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×