რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება. კემბრიჯის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა. როგორც სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, დედოფალი და წყვილი ახალი ამბის გამო მოხარულია.

ორსულობის და მისგან გამოწვეული გართულებების გამო ქეით მიდლტონი იძულებული გახდა დღეს ლონდონში დაგეგმილი ღონისძიება გადაედო. ის ამჟამად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება.

სამეფო წყვილს 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×