რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხულოში ხანძრის კერების ტერიტორია გაფართოვდა. ინფორმაცია "პირველი არხი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 13:00 საათის შემდეგ, შავნაბადას მთაზე მდგომარეობა გაუარესდა.

შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის 120 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივები მუშაობენ.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არსებობს.

ერთი საათის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შავნაბადის მთაზე გაჩენილი ხანძრის 99% ლოკალიზებულია.

ტყეში ხანძარი 3 სექტემბრის საღამოს გაჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×