(რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ პარტიას წელს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სია აქვს. ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატები, გამოკითხვების შედეგად, თავად საზოგადოებამ შეარჩია.
კანდიდატთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ვაკე - სალომე კაპანაძე
სამგორი - კობა მახაური, ბეჟან გუნავა, ვაჟა ჯელაძე
ისანი - გიორგი ბენაშვილი, კახაბერ ინდუაშვილი, ნიკოლოზ კაჭკაჭური, ნიტა სიხარულიძე,
გლდანი - თათია ცეკვავა, მამუკა ტუსკაძე, გიორგი ხიზანიშვილი.
ნაძალადევი - კონსტანტინე დანელია
საბურთალო - გია ფოჩხუა, გიორგი გოგოლაძე.