რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ექს პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივიან.

სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში ოთხი სარჩელი შევიდა. კერძოდ, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით, შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელმა რომან ნასიროვმა, ასევე უმაღლესი რადას დეპუტატებმა, ფრაქცია „სახალხო ფრონტის" წევრებმა სერგეი პაშინსკიმ და ანდრეი ივანჩუკმა მიმართეს.

კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში განიხილავს.

2016 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას სააკაშვილმა სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელი რომან ნასიროვი კორუფციაში და რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა.

რეფორმების დაბრკოლებაში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრსაც დასდო ბრალი.

2015 წლის დეკემბერში ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და არსენ ავაკოვსშორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.

სააკაშვილს პოროშენკომ ამ წლის 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილი კი, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გავლით, უკრაინაში ჩასვლას და მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×