(რეზონანსი) ქალაქ მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა. ბელარუსის პრეზიდენტმა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მეგობრობას ხაზი გაუსვა.
"თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და მიღებული შთაბეჭდილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის საქართველოს შესახებ მოსმენილსა და ნამღერს ნადვილად შეესაბამება.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ"- განაცხადა ლუკაშენკომ.
ვიცე-პრემიერმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა ბელორუსის მიერ გაწეული დახმარება სამაგალითო იყო, რასაც ქართველი ერი ბელარუს მეგობრებს არ დაუვიწყებს.