რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს.

შტაბის შემადგენლობაში შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები არიან.

პატარაძემ სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით ტერიტორია დაათვალიერა. ვერტმფრენის საშუალებით ასევე მეხანძრეებისთვის დამატებითი საჭირო ინვენტარის მიწოდება მოხდა.

ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ადგილზე ა ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელია მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×