რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) ახალგორში სკოლის მოსწავლეებს პირველ სექტემბერს რუსული სახელმძღვანელოები დაახვედრეს. საოკუპაციო რეჟიმმა წლევანდელი სასწავლო წლიდან ქართულ ენაზე სწავლება აკრძალა. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

აკრძალვა შეეხო ქართულ სკოლებსაც, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მდებარეობს.

„ეს რუსული გაგრძელებული ოკუპაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც, რა თქმა უნდა არის საქართველოსთან მიმართებაში აგრესიაა და ჩვენ ყველა პოლიტიკური, მშვიდობიანი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ოკუპაცია დასრულდეს," - აცხადებს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას მიუღებლად და პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

„ის, რომ ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადადის, ამ ადამიანების უფლებების დარღვევით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და იმ პირობებში, როდესაც არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები არ ფლობენ რუსულ ენას, რომ არაფერი ვთქვათ სამართლებრივ ნაწილზე, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებების და დისკრიმინაცია ძალიან უხეში დარღვევაა,"- განაცხადა ციხელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×