რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგების პროცესი სექტემბერში ამოქმედდება. ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ჩვენი ბავშვების ყურადღება „სუხარებიდან" და შაქრიანი სასმელიდან ჯანსაღ პროდუქტზე გადავიტანოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

„ეს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილია და შესაბამისად, სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრამდე მართლაც, ზოგიერთ თბილისის მსხვილ სკოლაში კვირაში ერთხელ ასეთი კამპანია გვექნება. ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ. პროექტი უკვე მზადა და სექტემბრიდან ამოქმედდება", - ამბობს ჯეჯელავა.

ჯეჯელავას არ დაუკონკრეტებია, გამოცხადებულია თუ არა ტენდერი ან სკოლებში ვაშლს რომელი კომპანია შეიტანს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×