რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ".

"ბუგიანიშვილი არის "ქართული ოცნების" მონა. ესენი არიან არაკაცები", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×