რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალის გამოცხადების შემდეგ, მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პირველი კომენტარი გააკეთეს.

დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა, ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა, - ასე გამოეხმაურა მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×