რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„გამოძიება გაგრძელდება და იმ საკითხებს, რომელიც გამოძიების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. თუმცა, მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. კერძოდ იმას, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სასამართლომ დეკანოზი ბრალდების ორივე ნაწილში დამნაშავედ სცნო.

„სასამართლომ ბრალდების ორივე ნაწილში გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო, ამას მინდა ხაზი გავუსვა, როგორც განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნაწილში დამნაშავედ სცნო. მხოლოდ და მხოლოდ მოტივის ნაწილში მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ამ კუთხით და შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის მომზადებისთვის სცნო დამნაშავედ," - აცხადებს წიკლაური.

დეკანოზ გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×