რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) „ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მევ ვარ მისი პატარძალი ან სასიძო", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენეტმა ჟურნალისტს, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, დონალდ ტრამპთან ურთიერობებით რამდენად კმაყოფილია.

„თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვათ დაკავებულები. ორივე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის ლიდერმა პრესკონფერენცია პეკინში გამართა, სადაც ის „ბრიქსის" წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტში მონაწილობდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, რუსეთში მომუშავე აშშ-ის დიპლომატების რიცხვი კიდევ შეამციროს. საუბარია კიდევ 155 ადამიანზე.

მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა როდენობა 455-მდე შემცირდა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკულ სასამართლოს აუცილებლად მიმართავს და რუსეთის დიპლომატიური ობიეტქების ჩამორთმევას გაასაჩივრებს.

1 სექტემბერს, აშშ-ში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. 31 აგვისტოს აშშ-მ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა, რაც კრემლის გადაწყვეტილების საპასუხო ქმედება იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×