რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას ანაზღაურების გარეშე სთავაზობს. ამის შესახებ გვარამიამ დეკანოზს სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ შესთავაზა.

"ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვარ. დეკანოზ გიორგი მამალაძეს მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში საჯაროდ ვთავაზობ. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×