რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი დიმიტრი, ე.წ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დღეს გამოტანილ განაჩენზე განცხადებას დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე კათოლიკოს- პატრიარქის ძმისშვილი 18 ივლისს დაკითხეს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჩვენების დროს გიორგი მამალაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"აინტერესებდათ რა ურთიერთობა მქონდა მამა გიორგისთან. მე მივეცი ჩვენება, რომ მქონდა მასთან ურთიერთობა როგორც მღვდელთმთავარს,"- მეუფე დიმიტრიმ დეკანოზის პროცესზე ჩვენების მიცემის შემდეგ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×