(რეზონანსი) სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ჩატარებული მონოტორინგის შედეგები წარუდგინა.
სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები გააცნოს.
„სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. მონიტორინგისას აღმოჩენილმა დარღვევებმა სასამართლოზეც გავლენა იქონია და დაცვის მხარეს ბრალდებული სათანადოდ დაეცვაში ხელი შეუშალა. მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაირღვა. გაუთქმელობის ხელწერილის გამო ადვოკატებს დეკანოზის დაცვის საშუალება არ მიეცათ. ასევე გაუგებარია სასამართლო სხდომების დახურვის მიზეზე. საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიხედვით, სრულად პროცესის დახურვის საჭიროება არ ყოფილა. არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა, დაველოდებით სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირად შეიძლება ითქვას, რომ დარღვევებმა გამოძიებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.