რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურული იყო. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

როგორც დაცვის მხარემ სხდომის დაწყებამდე განმარტა, დღეს ადვოკატები აბესაძისთის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.

პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, ისინი დაცვის მხარის შუამდგომლობას ვერ გაიზიარებენ, რადგან შესაძლოა, აბესაძემ მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვა 19 სექტემბერს, 12:30 საათზე დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×