(რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრის ცოტა ხნის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აქვს, არის რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა.
როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, გიორგი მამალაძის საქმეზე დაკითხვების პერიოდში არა პირდაპირი მინიშნებით, ერთგვარი მოთხოვნა, ზეწოლა იყო, რომ შორენა თეთრუაშვილის მძელთა-მძელოაბზე, მოტივაცია შექმნილიყო.
"შექმნილი იყო მოტივაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიის საკითხებს წყვეტს, მას შეუძლია ადმიანის წინსვლა შეაჩეროს, ან საერთოდ დააბრკოლოს და ა.შ. სასამართლოზე განვაცხადე, რომ ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა, ეს პატრიარქის შეურაცხყოფაა, რადგან ეკლესიას სინოდი მართვას. ყოფილა შემთხვევა წმინდა სინოდის სხდომების დროს, როდესაც მის უწმინდესობას სურვილი ჰქონდა, რომ რომელიღაც კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, სინოდი წინააღმდეგი წასულა და ეს ვერ განხორციელებულა.
„მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა, მანამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მყარი ვერ არის. მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ მეუფე პეტრემ გაუმყარა, როდესაც ის სასამართლოს წინაშე წარდგა და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები, ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე წყალი დაასხა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მოსამართლემ დეკანოზს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.