რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) ხულოში ხანძრის კერების ფართობი იზრდება. შავნაბადის მთაზე თურქულ სახანძრო ვერტმფრენს ელოდებიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დილიდან ერთი ქართული ვერტმფრენია ჩართული. სამაშველო ოპერაცია კი ინტენსიურად გრძელდება.

ამასთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეცილური გზა გაიჭრა, რის შემდეგაც მეხანძრეები ლოკაციის ადგილას ავტომანქანებით მივიდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძეს ინფორმაციით, ვეტრმფრენს უახლოეს წუთებში ელოდებიან, რის შემდეგაც სალიკვიდაცოა სამუშაოებში ჩაერთება.

"მუშაობა მიმდინარეობს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ტყეში სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა. ფაქტობრივად გზა ხანძართან მიყვანილია. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება, მეხანძრეები ლოკაციის ადგილებში ავტომანქანებით მივიდნენ. ამავდროულად თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი შსს-ს თანამშრომლები პორტატული ცეცხლსაქრობებით ტყეში შევიდნენ.

‘ხვალ დილით დამატებით 100 პორტატული მოწყობილობა გვექნება და ერთიანი ძალებით მაქსიმალურად, სადაც კერებია დარჩენილი, მუშაობა გაგრძელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერტმფრენი საერთოდ არ გაჩერებულა და დღეს დაბნელებამდე იმუშავებს. რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს წუთი-წუთზე ველოდებით და ისიც დაუყოვნებლივ სამუშაოებში ჩაერთვება", - აღნიშნა პატარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×