რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურთას მგელები შეესივნენ. ადგილობრივების თქმით, წუხელ მგლებმა ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა.

ადგილზე მონადირეთა ჯგუფი გამოიძახეს. მათ ორი მგელი მოკლეს. მონადირეებს ნებართვა ორ მგელზე ჰქონდათ მიღებული.

"შორიდან შევნიშნეთ როგორ მოდიოდა ნადირი, დავუკავშირდით მონადირეებს, სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად ორივე მგელი მოკლეს. ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებულია, გვყავს ბავშვები, ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, სოფელი რომ არ დაცარიელდეს, მოახდინონ დროული რეაგირება", - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხროვა 10-12 მგლისგან შედგება. ისინი შიშობენ, რომ ნადირი მათ საქონელს კიდევ დაგლეჯს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×