რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) ყაზბეგში, მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევა გუშინ მოხდა და პოლონელი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, საქმეზე ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებს სამართალდამცავები ადგილობრივ პოლიციაში დღეს დაკითხავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×