რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) მოსკოვში ამერიკის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემა განაახლა. მსურველებს ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ დროს განცხადების დატოვება შეუძლიათ, - ამის შესახებ რუსულ მედია „რია ნოვოსტის" აშშ-ს დიპლომატიური მისიის პრესმდივანმა მარია ოლსონმა განუცხადა.

სავიზო განაცხადების მიღება პირველი სექტემბრიდან განახლდა. აშშ-მა, რუსეთის მასშტაბით, საემიგრაციო ვიზების გაცემა 23 აგვისტოს შეაჩერა, რაც რუსეთის ქმედებებზე საპასუხო რეაქცია იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვაშინგტონს დიპლომატიური მისიის 755 თანამშრომლიდან 455-მდე შემცირება მოსთხოვა. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის განცხადებით, ვიზების გაცემა მხოლოდ მოსკოვში ამერიკის საელჩოში იქნება შესაძლებლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×