რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

" ჩვენ ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია გვაქვს. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსათვის ცვლებების მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება - კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი ცვლილებებისა და მესამე მოსმენამდე ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას მივიღებთ. ეს ვერსია საჯარო გახდება და შესაბამისად ვიდრე საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით დოკუმენტი იქნება განხილული, ჩვენ საჯარო დისკუსია და ამ მოსაზრებების განხილვები გვექნება. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, მესამე მოსმენის ეტაპზე ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული ",- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა ცალსახად პოზიტიურია. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველა პრინციპულ საკითხზე ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მოსაზრებებს იზიარებს, ამიტომ უარყოფით დასკვნას არ ელოდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×