(რეზონანსი) ვაკეში დაჭრილ ქალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება ასევე დაჭრილ მამაკაცს, ამ დროისთვის ჭრილობას უმუშავებენ და ცოტა ხანში გადაწყდება, შეიყვანენ თუ არა მას საოპერაციოდ.
არსებული ინფორმცაიით, მამაკაცი სავარაუდოდ „პიქსელის" დაცვის თანამშრომელია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი ზურგშია დაჭრილი და მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილას ამ დროსითვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორიაზე, სისხლი რამდენიმე ადგილზე შეიმჩნევა. ასევე ადგილზეა ქალის ფეხსაცმელი და ტანსაცმლის ნაწილი. ექსპერტები დანაშაულის ადგილს სწავლობენ.
ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ "პიქსელ ცენტრთან" ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ორივე აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.