რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მდინარეებზე ხვალ წყლის დონის მატებაა შესაძლებელი.

მათი განცხადებით, ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში 7 სექტემბერს, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ნალექი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

ზღვაზე კი შესაძლოა 4-5 ბალიანი შტორმი იყოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×