რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია ექსტრადირება მოითხოვოს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, სააკაშვილს სერიოზულ შეკითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, ამიტომ პროკურატურა ვალდებულია მისი ექსტრადირება მოითხოვოს.

„ყველა შემთხვევაში, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ზოგი ცდილობს ეს საკითხი პოლიტიკური რაკურსით განიხილოს, მაგრამ მთავარი აქ კანონის მოთხოვნაა, რომელიც ამ ქვეყანაში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს. ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე და სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია ექსტრადირება მოითხოვოს.

"მე რას ველოდები, ამის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროკურატურამ იმოქმედოს კანონთან შესაბამისობაში. არავითარი პროგნოზი არ გამაჩნია, თუ კანონს წესს და საერთაშორისო ურთიერთობების მოთხოვნებს გავყვებით, ყველა შემთხვევაში საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსტრადირებულ ადამიანს არც პოლიტიკური დევნა და არც პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება არ ემუქრება. ვფიქრობთ, რომ უკრაინა ამ მონაცემებს გაითვალისწინებს. ყველა დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, პასუხები და ინტერპრეტაციები, რომელიც ჩემი კოლეგების მხრიდანაა, ეს იქითკენაა მიმართული, რომ პოლიტიკურ სკანდალის დამატებითი წინაპირობა შეიქმნას. ასე რომ, რაც ვთქვი ამის იქით არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და მეტი არაფერი", - განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×