რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით, საგანგებო სიტუაციების და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები უნდა მოემატოს.

ამის შესახებ დეპუტატმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა ხანძრების ლიკვიდაციისთვის და ყველა ქვეყანას, რომელიც დაგვეხმარა.

"მიუხედავად ამ პროცესებისა, საფრთხე დასახლებულ პუნქტებს არასოდეს ემუქრებოდა, რომელზე ზრუნვაც პრიორიტეტული იყო. კარგად ვხვდებით, რომ გამომდინარე ბუნებრივი პროცესებიდან, ეს მოსალოდნელია მომავალ წელსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშულოდ ამ პროცესებში არიან ჩართული, ტყის მცველები, რეინჯერები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ა.შ. აუცილებელია მათი რაოდენობრივი ზრდა და მათ ხელფასებზე ზრუნვა. დიდი გადინებაა განსაკუთრებით სატყეო თანამშრომლებში და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათი რაოდენობრივ ზრდაზე და იმაზე, რომ მათი ხელფასების რაოდენობა იყოს ისეთი, როგორიც იმ სამუშაოს შეეფერება, რასაც ასრულებენ", - აღნიშნა კუჭავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×