რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნეტიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ.

"ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა მოხერხდა.

"შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია ჩართულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×