(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კახეთში ყველა ხანძარი ლოკალიზებულია.
"ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ნარჩენი მონაკვეთები მთლიანად კონტროლდება, კვამლი არ ნიშნავს, რომ ხანძარი კვლავ ვრცელდება. შუადღისას, როცა ტემპერატურა პიკს აღწევს, პატარ-პატარა კერების აალებები გვქონდა, მაგრამ ლიკვიდაცია მალევე მოვახდინეთ.
„ლიკვიდაციაა შილდაში, ასევე ხანძარი ლოკალიზებულია თუშეთში, ხულოში კიდევ ასი მაშველი დაემატა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის, ცეცხლის გავრცელების საშიშროება, იმ მიდამოებში სადაც ხანძარი იყო, არ არსებობს. ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან და ინტენსიურად მუშაობენ. კლიმატური პირობები გვაჩვენებს რამდენ ხანს დარჩებიან, მთავარია ქარი არ იყოს და ამინდმა ხელი შეგვიწყოს",- განაცხადა მღებრიშვილმა.