რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) ინდოეთში ცნობილი ჟურნალისტი გაური ლანკეში მოკლეს, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა და ინდუისტი ნაციონალისტების წინააღმდეგ გამოდიოდა.

გაური ლანკეში ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კარნატაკას შტატში მოკლეს. პოლიციის ცნობით, 55 წლის ჟურნალისტის ცხედარი ბანგალორში, მისი სახლის კიბეებზე სისხლის გუბეში იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი საკუტარი სახლის წინ მოტოციკლით მიმავალმა შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ესროლა.

გაური ლანკეში ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ჟურნალისტის მკვლელობის გამო ინდოეთის რამდენიმე ქალაქში, საპროტესტო აქციები დაიგეგმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×