რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა და გეგმების შეცვლას არ აპირებს. სააკაშვიი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და ევროპარლამენტარებს ხვდება.

სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ კვირას პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

„უკრაინის დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობის პირველი გეგმა არის, რომ არ შემიშვან, სარეზერვო გეგმა დაჭერა, მოსპობა და განადგურებაა, მაგრამ არ მეშინია. მაგათ ქართველი და უკრაინელი ხალხის უნდა ეშინოდეთ. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ, ჯობია ამ სცენარისთვის ივანიშვილი მოემზადოს, მას ამ სცენარზე პრობლემები აქვს. მზად ვარ, ჩემი პოზიციები ბოლომდე დავიცვა, ესენი თუ არიან მზად? კარგად მოემზადონ და დამელოდონ.

„ჩვენ ახლა ევროპის ცენტრში, ბრიუსელში, ევროპის მთავარ საპარლმენტო ორგანოში ვართ. აბა დააკვირდით, მარჯვნივ, მარცხნივ ვინმე ბორკილებს მადებს? მიჭერს? ვინმე მაგათ ბრალდებებს სერიოზულად იღებს? ეს ორღობის, ჭორვილის ბრალდებაა, რომელიც კოსტუმებს, გასვენებებში მიტანილ ყვავილებს უკავშირდება, რასაც ეს ხალხი დღეში ასჯერ აკეთებს. ამათ, რომ უთხრა, ვიღაცა ვიღაცას იჭერს, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, შემოგხედავენ, როგორც გიჟსა და ავადმყოფს," - აღნიშნა სააკაშვილმა „კურიერთან" საუბრისას.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×