რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ზაჰესის ფერდობზე ხანძარი ისევ გაჩნდა. ცეცხლის კერები რამდენიმე წუთის წინ გაღვივდა. 

ქარის შედეგად, ცეცხლის კერები იმატებს და მის გაღვივებას ხელს უწყობს. 

ადგილი საკმაოდ მიუდგომელია. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა უკვე გამოძახებულია. 

შეგახსენებთ, რომ ზაჰესში ხანძარი გუშინ დაახლოებით, სამი საათისთვის გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. გლდანის რაიონის გამბეგელ დიმიტრი ორმოცაძეს თქმით, გუშინდელი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×