რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს და მისი გაძარცვა სცადეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსი ტურისტი შესაძლოა დღესვე დაკითხონ, გამომძიებლები ექიმების შესაბამისს ნებართვას ელოდებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×