რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) სემეკის სხდომაზე ხმაური იყო, სადაც წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისთვის გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით განიხილავენ.

„ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავა სხდომის ჩაშლას შეეცედა. გუგავა სხდომაზე რამდენიმე ათეული მოქალაქის დასწრებას მოითხოვდა.

კომისიაში კი განმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ათეული საკითხი განიხილება და დარბაზი შევსებულია. სემეკის წევრებმა გუგავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარჩვევაში დაადანაშაულეს.

„ლეობორისტული პარტიის" წევრებმა სემეკის სხდომის ჩაშლა უკვე მეორედ სცადეს, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ლეიბორისტების წევრ გიორგი გუგავასა და სემეკის წევრს გიორგი ფანგანს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ლეიბორისტებმა სხდომა დატოვეს და კომისიის ეზოში აქციას მართავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×