რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა.

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×