რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების - სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.

„უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე, დაიჭრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×