რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა. ეკლესიაში არსებული ძველი ხატებიც დაიწვა. ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მეხანძრეებმა ჩააქრეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება, თუმცა ადგილობრივებს ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის ეჭვიც აქვთ.

დამწვარი ეკლესიის მსახური სასულიერო პირი და მრევლი განცხადებებისგან თავს იკავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×