რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმრავლესობა, 130 საკითხი, შეეხებოდა მოქალაქეების ხანდაზმულ დავალიანებებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" , სს „თელასის" და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" მიმართ.

კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ჯამში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 174 439.01 ლარი ჩამოაწერა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტია" სემეკის სხდომის ჩაშლას უკვე მეორედ შეეცადა, თუმცა კომისიის წევრებმა ამის საშუალება არ მისცეს. „ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა კომისიის სხდომაზე მოქალაქეების დასწრებას მოითხოვდა. კომისიაში კი განმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ათეული საკითხი განიხილება და დარბაზი შევსებული იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×