(რეზონანსი) 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მექსიკაში 6, გვატემალაში კი 1 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულზე ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04:49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა.
აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მექსიკის გარდა ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ 30 სანტიმეტრიდა 1 მეტრამდე ტალღები წყნარი ოკეანის მთელ რეგიონშია მოსალოდნელი.