რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) ძლიერმა წვიმამ, ფოთსა და მესტიაში პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად ფოთის დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ადგილზე შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა სამუშაოების შესრულებას ძლიერი წვიმა ართულებს. ადგილობრივების თქმით, ქალქში სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია, რადგან, წვიმის დროს მსგავსი პრობლემის წინაშე დგებიან.

რას შეეხება მესტიას, ლახამულას თემის სოფელ ნოდაში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა. ძლიერმა წვიმამ ხერაშის ღელეს ადიდება გამოიწვია და

მესტიაში უხვა ნალექმა სასოფლო გზები და ხუთი ხიდი დააზიანა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

უხვმა ნალექმა ასევე მულახის და მუჟალის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც დააზიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×