რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.

საკანონმდებლო ორგანო მექვაბიშვილს თანამდებობაზე 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია ასრულებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×