რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს

„მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი - 73 წლის მამაკაცი. წელს მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო.

„ასევე, თორმეტი მცურავი საშუალება გარემონტდა. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებელთა გაფრთხილება, ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ, ხდებოდა. წყალზე მაშველებს, მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ჩანთები გადაეცათ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×