რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) თბილისში, აეროპორტის გზაზე სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „PIA" ავრცელებს.

ადგილზე სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. დაშავებულები ამ დროსითვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×