რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მგზავრებს აფრთხილებს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვართან შესაძლოა პრობლემები შეიქმნას.

„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განმარტებით, "ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და პარლამენტარის" ორგანიზებით, ბლოკ-საგუშაგოსთან "მასობრივი აქცია" იგეგმება.

შეგეხსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრეს, პოლონეთიდან „კრაკოვეცის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×